00:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 14:45:39, 1771 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე უმრავლესობას: თქვენთვის თუ მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მღებრიშვილს უწყებას რატომ უქმნით?

„ევროპული საქართველოს“ ერეთ-ერთი  ლიდერი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე  სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა.

დეპუტატმა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერებასა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა.

კაპანაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „პოლიტიკური პოლიციის და არჩევნების ჩამტარებელ სუბიექტად ჩამოყალიბდა“.

„მოხდა სუს-ის მორიგი გაძლიერება.  თქვენ შარშან ბიუჯეტი გაუზარდეთ  კიდევ აპირებთ რომ ბიუჯეტი მისცეთ  ამ ინსტიტუტს, რომელიც  ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში  მათ შორის პოლიტიკური პოლიციის და  არჩევნების ჩამტარებელ ერთ-ერთ სუბიექტად. ახლა აძლევთ მას საგარეო დაზვერვას, კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევთ  ამ კონკრეტულ ინსტიტუტს.  ამ ცვლილებებში  სუს-ის კიდევ უფრო გაძლიერება  ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია. თუ ასეთი მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ახალ უწყებას რატომ უქმნით ბატონ მღებრიშვილს ? ხომ შეიძლებოდა, რომ ის უბრალოდ სახლში  გაგეშვათ ?“,- მიმართა კაპანაძემ უმრავლესობას.

შეგახსენებთ, გიორგი მღებრიშვილმა შს მინისტრის პოსტი დატოვა. იგი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს, რომელიც შსს-ში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics