00:33 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 13:50:43, 1681 ნახვა

კომენტარი
აბესაძე: სამთავრობო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ, თუ ეს ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯია

„შემოთავაზებულ პაკეტს და ნებისმიერი ტიპის ცვლილებას ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა თუ ეს არის რეალურად გამიზნულად გადადგმული ნაბიჯი ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებისკენ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოთავისუფლებული თანხები პენსიის ზრდას და ეკონომიკური განვითარების მასტიმულირებელ სხვადასხვა პროგრამებს უნდა მოხმარდეს.

„იმ წარმოდგენილ სტრუქტურულ  და საკადრო ცვლილებებზე მეტად განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რა ფინანსური ეფექტი ექნება ამ ყველაფერს და რამდენად დაიზოგება საბიუჯეტო თანხები. პირველ რიგში, ის ბიუროკრატიული ხარჯები, რომელიც წლების განმავლობაში უთავბოლოდ იზრდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზია სწორედ ლარის გაუფასურების და ჩვენი ეკონომიკური განვითარების შეფერხების. გამოთავისუფლებული თანხები უნდა მოხმარდეს პენსიის ზრდას და ეკონომიკური განვითარების მასტიმულირებელ სხვადასხვა პროგრამებს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ცნობისთვის, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics