00:33 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 13:21:26, 1854 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: საუბარი თანხების დიდი რაოდენობით დაზოგვაზე, პენსიებზე მიმართვაზე, სპეკულაციაა

სოფლის მეურნეობის მინისტრის  ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუბარი  თანხების დიდი  რაოდენობით დაზოგვაზე და პენსიებზე მიმართვაზე, ოპონენტების მხრიდან წამოწყებული სპეკულაციაა.

დავითაშვილის თქმით, ცვლილებების მიზანი, პირველ რიგში  მართვის ეფექტურობის  გაზრდაა:

"თანხებს რაც შეეხება, ხშირ შემთხვევაში ეს არის სპეკულაცია ოპონენტების მხრიდან წამოწყებული. როდესაც საუბარია განსაკუთრებით პოპულიზმით გაჯერებულ ფრაზებზე, თანხების დიდი რაოდენობით დაზოგვაზე, პენსიებში მიმართვაზე და ა.შ. პირველ რიგში ამოცანა არის ამ შემთხვევაში ეფექტიანი მართვა, უფრო მეტი შედეგი გვქონდეს, საბოლოოდ კი ეფექტიანობა იზომება რა დანახარჯებით რა შედეგს ვაღწევთ და არა იმაზე, რომ ჩვენი თვითმიზანი იყოს ვინმეს სამსახურიდან გაშვება. ოპტიმიზაცია კადრების კუთხითაც, რა თქმა უნდა, მოხდება. გაორება ფუნქციების ვერ იქნება. ორი ადმინისტრაცია ერთ სამინისტროს ვერ ეყოლება, და ბუნებრივია, ორი ერთი და იგივე მხარდაჭერის დეპარტამენტებიც ვერ ეყოლება. აქ მარტივად წარმოგვიდგენია ოპტიმიზაცია. თუმცა, ფუნქციური მიმართულებები გასაძლიერებელი გვაქვს", - განაცხადა დავითაშვილმა.

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics