18:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 12:30:57, 1732 ნახვა

საზოგადოება
ჯეიმს მატისმა ქართველ ხალხს გიორგობის მოახლოებული დღესასწაული მიულოცა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა ქართველ ხალხს გიორგობა პენტაგონში გამართული შეხვედრის დროს მიულოცა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  პირველი შეხვედრა სწორედ პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან გაიმართა.

კოლეგებმა დელეგაციების დონეზე გამართული შეხვედრის დასაწყისში ოფიციალური განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც მათ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ჩვენი შეხვედრა იმართება ამ კვირაში, როდესაც ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დღესასწაულების სამზადისშია - მომავალი კვირის ხუთშაბათს საქართველოში წმინდა გიორგის დღე აღინიშნება, ხოლო ამერიკაში მადლიერების დღეს ვზეიმობთ. თქვენს ერს ბედნიერ გიორგობას ვუსურვებ - ქართველი ერის მფარველი წმინდანის დღესასწაულს“, - განაცხადა ჯეიმს მატისმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics