2017-11-14 12:12:05, 1761 ნახვა
კომენტარი
ფრიდონ ინჯია: წარმატება თვალშისაცემი გახდება
თბილისის საკრებულოს ახლადარჩეული უხუცესი წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ერთობლივი მუშაობით, თბილისში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი.
მან მომავალ კოლეგებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ყველა დაგეგმილი პროგრამა განხორციელდება.
„განხორციელდება ყველა ის პროგრამა, რაც დაგეგმილი იყო. ამ შემთხვევაში, თვალშისაცემი გახდება წარმატება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომას სწორედ ინჯია ხელმძღვანელობს. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე, მოქალაქეებმა, თბილისის საკრებულოს 50 წევრი აირჩიეს, მათგან 40 „ქართული ოცნებიდანაა“, 5 „ნაციონალური მოძრაობიდან“, 2 „პატრიოტთა ალიანსიდან“, ხოლო 3 „ევროპული საქართველოდან“.
ავტორი: ,