03:48 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 14:08:04, 2759 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი: თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს

განათლების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი განათლებაზე და მეცნიერებაზე ზრუნვა იქნება.

ჩხენკელმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა. ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას, მოვახმარ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რაც არის განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება საქართველოში. ახლახანს ჩვენ გვქონდა საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე, კონკრეტულად იმაზე, რომ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლება და განათლებაზე ზრუნვა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია და ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი სწორედ განათლებაზე და მეცნიერებაზე ზრუნვა იქნება. მთავარი მინდა გამოვყო რაზეც ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან. თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა მოდის და მათ ჭირდებათ ხელშეწყობა და იმ პირობის შექმნა, რომ მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზება“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას შეცვლის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics