|
2017-11-12 15:49:17, 1935 ნახვა
საზოგადოება
„სამართლიანი არჩევნები“ : 15:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 12 საათისთვის 21.6% შეადგინა. ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 10 საჩივარი; ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 2 შენიშვნა. ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს 2 ამომრჩეველს სიაში ხელი არ მოაწერინა, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს სიაში ხელი არ მოაწერინა. #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი მითითებული არ არის. მარკირების არასწორად გაკეთება: #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ორმა რეგისტრატორმა 3 ამომრჩეველს მარკირება მარჯვენა ხელის ნაცვლად, მარცხენაზე გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა. არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა: #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ვადაგასული პირადობის მოწმობით მისცა ხმა. ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში: #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში მოათავსა. გადასატან ყუთში კონვერტების ჩაყრა: #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლ კომისიის წევრებს სამი კონვერტი ჩაუვარდათ გადასატან ყუთში. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს 6 საარჩევნო ოლქში ახორციელებს.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)