|
2017-11-12 12:41:25, 2015 ნახვა
საზოგადოება
„მრავალეროვნული საქართველო“: 11:00 საათისთვის არჩევნებზე ბორჯომში 3157, ხაშურში- 1646, ხოლო ყაზბეგში-515 ადამიანი მივიდა
07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების ინფორმაციის შესაბამისად: ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლივ შეუშვეს საარჩევნო უბანზე; ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა, თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცედურებს; ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის; არ დაფიქსირდა არცერთი დარღვევა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში. შესაბამისად უბნის გახსნის უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში ხარვეზების გარეშე. მიუხედავად აღნიშნულისა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა ორი ხარვეზი, კერძოდ: ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის #1 უბანზე ამომრჩევლის მიერ საარჩევნო კონვერტი მოათავსდა გადასატან საარჩევნო ყუთში, ნაცვლად ძირითადი საარჩევნო ყუთისა; ბორჯომის #36 საარჩევნო ოლქის # 15 უბანზე ამომრჩეველზე ბიულეტენის გაცემა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერის დაფიქსირების გარეშე. რაც შეეხება აქტივობას: 11:00 საათისთვის გახლავთ ბორჯომი: 3157 კაცი (26528-დან) – 11,9%, ხაშური: 1646 კაცი (48963-დან) – 3,4%, ყაზბეგი: 515 კაცი (5313-დან) – 9,7% სამონიტორინგო პროგრამა ფარავს ბორჯომის #36, ხაშურის # 35 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქებს. სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 83 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 63 საუბნო, 16 მობილიური ჯგუფის, 3 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი. არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF), საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და ნორვეგიის საგარეო საქამეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)