|
2017-11-11 13:49:49, 12144 ნახვა
High - Tech
999-დოლარიანი iPhone X-ის ეკრანს კიდევ ერთი წუნი აღმოუჩინეს
iPhone X-ის მფლობელები სმარტფონის ეკრანზე ვერტიკალური მწვანე ზოლის გაჩენას უჩივიან. ზოლი ხმარების დროს ჩნდება და ის თვალით ადვილი შესამჩნევია. ინფორმაციას გამოცემა Mashable ავრცელებს. ამ პრობლემას გადატვირთვა და სისტემის ხელახლა ჩაწერა არ შველის, სმარტფონის მფლობელების თქმით, ზოლი ტელეფონზე ფიზიკური დაზიანებების გარეშე ჩნდება. Mashable-მ ამ პრობლემის შესახებ კომენტარისთვის "ეფლს" მიმართა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ. კომპანია "ეფლმა" ცივ ამინდში iPhone X-ის სენსორის გათიშვის ფაქტი 10 ნოემბერს აღიარა, მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა და პრობლემის ოპერატიული სისტემის შემდეგ განახლებაში გადაჭრას შეპირდა. ოქტომბერშივე კომპანიამ iPhone X-ის მომხმარებლები გააფრთხილა, რომ სმარტფონის ეკრანმა შესაძლოა "ფერები ხანგრძლივი და ჭრელი სურათების თვალიერების შემდეგ დაკარგოს". iPhone X 2017 წლის აგვისტოში წარადგინეს, მისი გაყიდვები 3 ნოემბერს დაიწყო, დღეს სმარტფონის ღირებულება 999$ შეადგენს...
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)