|
2017-11-10 17:24:34, 1484 ნახვა
პოლიტიკა
შსს-ს დელეგაცია ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნატრიაშვილი, შსს-ს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, დავით ნატრიაშვილი ესპანეთის სამეფოს შსს-ს საერთაშორისო და მიგრაციის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ელენა გარსონს შეხვდა. მხარეებმა უკანონო მიგრაციის და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ელენა გარსონმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს შს სამინისტროსთან არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა. დავით ნატრიაშვილმა ელენა გარსონს საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს წარმატებული თანამშრომლობის მაღალი შეფასებისა და თეთრი ჯვრით დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შსს-ს დელეგაციამ, ასევე, შეხვედრა გამართა ესპანეთის სამეფოს შსს-ს ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორთან, ხერმან ლოპეს იგლესიასთან და ამავე უწყების კრიმინალური პოლიციის დირექტორთან, ელოი ალვარესთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესპანეთში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს წარმატებული მუშაობის შედეგად, ორი ქვეყნის შს სამინისტროებს შორის ინფორმაციის გაცვლა ეფექტურად და სწრაფად ხორციელდება. ასევე, პოზიტიურად შეფასდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების თანამშრომლობა. საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ესპანეთის სამეფოს შსს-ს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, ხოსე მანუელ ოლგადო მერიოს და ამავე უწყების კრიმინალური პოლიციის დირექტორს, პედრო ორტეგასაც შეხვდა. შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები განიხილეს. მხარეებმა ორმხრივი პარტნიორობის დეკლარაციის დოკუმენტის დეტალებზეც ისაუბრეს, რომელსაც, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, უახლოეს მომავალში, საქართველოში მოეწერება ხელი. „აღნიშნული დოკუმენტი ჩვენი მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. მჯერა, რომ ორმხრივი პარტნიორობის დეკლარაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“,- განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნატრიაშვილმა. (NS)
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)