|
2015-05-05 16:44:07, 753 ნახვა
სამართალი
სარფსა და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 4 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“-ს ტერიტორიაზე თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე კ. კ. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა ვერცხლის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. კერძოდ, მონეტები (152,97გრ), ბეჭდები (84,15გრ), კულონები (29,29გრ), გულსამაგრი (5,78გრ), ყელსაბამები (31,84გრ), სამაჯურები (6,94გრ), საყურეები (22,2გრ), სუფრის აქსესუარები (13,62გრ), ასევე ვერცხლის ჯართი 30,78გრამი და ოქროს საათი (39,06გრ). საერთო წონით 417,2გრამი. კ.კ-ს აღნიშნული საქონელი ავტომანქანაში, სხვადასხვა ნივთებში ჰქონდა დამალული. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 1296,78 აშშ დოლარი(ექვივალენტი ლარში 3022ლარი) შეადგინა. მოქალაქე კ.კ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3022 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტში“ რეისით “შარჯა-თბილისი” სომხეთის მოქალაქე ფ. კ. ჩამოვიდა, რომელსაც ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი: 15 ცალი მობილური ტელეფონი (SAMSUNG GALAXY 7ც, IPHONE 7ც, HTC 1 ც), ლეპტოპი (HP), ტაბი (SAMSUNG GALAXY), ფოტოაპარატი (CANON), 24 ც ე.წ. გადამყვანი (USB), ასევე 24 ც. მობილური ტელეფონის დამტენი, 21 ც. ყურსასმენი, სათვალთვალო კამერა, პროექტორი და სუნამოები აღმოაჩნდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12423,62 ლარი შეადგინა. ფ.კ-ს სსკ-ის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 12423,62 ლარის ოდენობით. 2 მაისს, ამავე რეისით თბილისში სომხეთის კიდევ ერთი მოქალაქე ე. მ. ჩამოვიდა, მასაც ხელბარგშიც არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 10 ცალი მობილური ტელეფონი (SAMSUNG GALAXY), ლეპტოპი (ACER), 10 ერთეული სუნამო და მობილური ტელეფონების აქსესუარები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4139,68 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ე. მ-ს სსკ-ის 289-ე მუხლის მე -10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4139,68 ლარი.
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)