|
2017-11-10 10:40:01, 1705 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეფორმების გატარებისა და ამ მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების კუთხით
საქართველო არის სტაბილური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, მოქმედებს ღია ბაზარი, სადაც დაცულია ექსპორტიორების უფლებები; ქვეყანაში არის ლიბერალური ეკონომიკა, ხოლო ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის" ინვესტორებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და პირადად მისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. "ამ ნარატივს ზურგს უმაგრებს სტაბილური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ინსტიტუციური სიმტკიცე და მთავრობის უნარი და ამბიცია, განახორციელოს ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გეგმა, ასევე წინდახედული მაკროეკონიმიკური პოლიტიკა. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ რეფორმების გატარებისა და ამ მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების კუთხით. საქართველო ღირსეულად გაუმკლავდა კრიზისს და გარე შოკს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორიოდე წლის წინ; გამოამჟღავნა რეგიონში სამაგალითო სიaმტკიცე, რასაც ცხადყოფს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება. 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდამ შეადგინა 4.7%. საქართველოს მრავალფეროვანი საინვესტიციო ბაზა უზრუნველყოფს ეკონომიკის სიმტკიცეს და ქმნის ფართო საინვესტიციო შესაძლებლობებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ტურისტების ზრდის ტენდენციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წლის 10 თვის მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც უკვე აღემატება 2016 წლის მთლიან მაჩვენებელს, ტურისტების რიცხვი წელს 7 მილიონს მუახლოვდება. პრემიერის შეფასებით, ეს ბევრ კარგ შესაძლებლობას ქმნის სასტუმრო სექტორისთვის. "საქართველოს მდებარეობისა და ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების გათვალისწინებით, არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობები ლოგისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის, ენერგეტიკის სექტორისა და სოფლის მეირნეობის კუთხითაც, რასაც საფუძვლად უდევს ტურისტების მზარდი რაოდენობა. წელს დაფიქსირდება ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 20%-იანი ზრდა, ხოლო იმ ვიზიტორთა რიცხვი, ვინც ქვეყანაში რჩება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, 30%-ზე მეტით იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასტუმრო სექტორისთვის. საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქის კუთხით, ხოლო ადმინისტრირება არის ერთ-ერთი საუკეთესო და ბიზნესისთვის ხელსაყრელი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოშიც", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა "საქართველოს ბანკის" ინვესტორთა დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ ინვესტორებს ასევე დეტალურად გააცნო მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)