|
2017-11-09 18:31:10, 2168 ნახვა
სამართალი
ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვისათვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ნარკოტიკული საშუალება ‘’ბუპრენორფინის’’ შემცველ აბებსა და ნატეხებს, პირადად, სხეულში ინახავდა. "2017 წლის 25 აპრილს, სამართალდამცველებმა 18 აბი ნარკოტიკული საშუალება, ნატეხებთან ერთად ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულმა, თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა ღია სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის, პირადი ჩხრეკის, დაკავების და ამოღების ოქმებისა და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა",-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)