03:48 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 13:59:10, 2137 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველის კანდიდატურები უახლოეს მომავალში დასახელდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატურებთან დაკავშირებით, წინასწარი კონსულტაციები უკვე გაიმართა და კანდიდატურების დასახელება უახლოეს მომავალში მოხდება.

„ ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ის კრიტერიუმებიც დაასახელა, რომელსაც შერჩევის პროცესი დაეფუძნება.

„ეს არის მიუკერძოებლობა, მათ შორის - პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე,  კეთილსინდისიერება, პატიოსნება და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სიღრმისეული ცოდნის  შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს ის კრიტერიუმებია რომელსაც დაეფუძნება შერჩევის პროცესი და შესაბამისი კანდიდატი ამ ყველაფრის საფუძველზე შეირჩევა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics