|
2017-11-09 11:41:22, 1920 ნახვა
კომენტარი
კალაძე დეველოპერებს: თბილისს აქვს განსაკუთრებული ხიბლი და ამ ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. კახა კალაძემ დეველოპერებს დედაქალაქის განვითარებაში ჩართულობისკენ და თბილისის ახალ მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან აქტიური თანამშრომლობა, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობთ და აკეთებთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მივესალმები მშენებლობას და განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად, ხარისხიანად და რაც მთავარია, თანმიმდევრულად. მჯერა, რომ ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ყველას გვყავს ოჯახი, გვეზრდება შვილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქში ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და სუნთქვა შესაძლებელი გახდეს. შესაბამისად, ქალაქის განვითარებაზე თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი მხრიდან კი გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა“, - მიმართა ახლადარჩეულმა მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს. კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც დღეს არსებობს მერიაში დაინგრეს და სისტემა უფრო მოქნილი გახდეს. მისივე თქმით, არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებით იგეგემება გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით ისაუბრებს. როგორც ახლადარჩეულმა მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, იმისთვის, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს, ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით უნდა გაკეთდეს - მშენებლობები უნდა იყოს ხარისხიანი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ვიზუალურ მხარეს. „მგონი, არც თქვენ არ მოგწონთ და გსიამოვნებთ არსებული მდგომარეობა, ის მშენებლობები, რომელიც მართლაც ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს, თბილისს აქვს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი და ამ ყველაფერს შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაშიც თქვენი როლი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ დეველოპერებთან. (NS)
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)