2017-11-09 11:17:47, 2196 ნახვა
მსოფლიო
სირიის არმიამ ISIS-ი დაამარცხა და ტერორისტებისგან ბოლო საყრდენი ქალაქი გაათავისუფლა
სირიის არმიამ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" ბოლო საყრდენი ქალაქი ალბუ- ქემალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ alarabiya იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სირიის არმიას დახმარებას ერაყის საჰაერო ძალები და შიიტი მეამბოხეები უწევდნენ.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სირიის უმეტესი ტერიტორია ტერორისტებისგან გაწმენდილია, "ისლამური სახელმიფო" კვლავ საფრთხის შემცველი დაჯგუფებაა.
ცნობისთვის, 3 ნოემბერს ერაყის სახელისუფლებო ძალებმა სირიასთან მოსაზღვრე ქალაქი ელ-კაიმი გაათავისუფლეს. ამასთა 17 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა სირიის არმიამ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა და ქალაქი რაქავ გაათავისუფლა.
ავტორი: ,