|
2017-11-09 09:49:14, 1709 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბიორნ სოდერთს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობა, რომელსაც მიმდინარე წლის 7 თებერვალს მოეწერა ხელი. „2016 წლის დეკემბერში ჩვენ შვედეთის სამეფოში წარვგზავნეთ პოლიციის ატაშე, რომელიც უზრუნველყოფს შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ ორგანოებთან უშუალო, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას. შვედეთის ჩათვლით, საქართველოს უკვე წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები 13 პარტნიორ ქვეყანაში და სხვა ქვეყნების მაგალითებზეც თუ ვიმსჯელებთ, პოლიციის ატაშეების დანიშვნამ დიდი შედეგები მოიტანა დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით“, - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა. საქართველოს შს მინისტრმა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ბიორნ სოდერთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შვედეთის სამეფოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. (NS)
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)