16:47 - 07 Jul, 2026
|
2017-11-08 17:51:04, 2244 ნახვა
სამართალი
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი კვიპროსელმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს კვიპროსელი ჟურნალისტები ეწვივნენ. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა. შალვა ხუციშვილმა უცხოელ ჟურნალისტებს მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერებინა და მის დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრა. სტუმრები ე.წ. ჭკვიანი კამერებით და მათი მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდნენ, ასევე, რეალურ დროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს დააკვირდნენ. შეხვედრის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კვიპროსელი ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და სამინისტროში მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები გააცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)