|
2017-11-08 17:46:29, 1564 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჭიღვარია: წინ კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა, რომელშიც მოსახლეობის თანადგომა გვჭირდება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია მმართველ გუნდსა და ამომრჩეველს თანადგომისთვის მადლობას უხდის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. „მადლობა მინდა გადაგიხადოთ ოქტომბერში, ჩვენს მიერ ჩატარებულ არჩევნებში თანადგომისა და გვერდში დგომისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასევე, ჩვენი გუნდის ლიდერებს იმისთვის, რომ მოგვცეს საშუალება, „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისი განავითაროს“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან, თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. „დღეს გვაქვს საშუალება, რომ არჩევნები თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩავატაროთ. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო იმ ბრძოლისთვის, რაც გადავიტანეთ. წინ კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა, რომელშიც თქვენი თანადგომა გვჭირდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ“, - მიმართა ჭიღვარიამ ქუთაისელ ამომრჩელებს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გიორგი ჭიღვარიას მხარდასაჭერად, დღეს ქუთაისში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, ასევე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)