19:55 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 17:29:52, 1811 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: გიორგი ჭიღვარიას ერთიანი გუნდი და თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ქუთაისის მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და ამომრჩეველს მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევის საკითხში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი არჩევნების მეორე ტურია, რომელიც ქუთაისში გაიმართება. ქალაქში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა და ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, თუმცა არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ. კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია და რომელიც ქუთაისს აწუხებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ იმ პრობლემების მოგვარება შევძლოთ, რომელიც ქუთაისელებისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისის მერობის კანდიდატი კარგი თანემებრძოლია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება.

„მთელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ადამიანი მარტო ვერაფერს გააკეთებს. მას ერთიანი გუნდი და თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება. ერთად უნდა შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქუთაისისთვის აქტუალურია. მჯერა, რომ ერთად გავიმარჯვებთ“, - მიმართა პარტიის გენერალურმა მდივანმა ქუთაისელ ამომრჩეველს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები გიორგი ჭიღვარიას მხარდასაჭერად, დღეს ქუთაისში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, ასევე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics