|
2017-11-08 14:43:45, 2337 ნახვა
სამართალი
ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ საქართველოში ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა უკრაინელ კოლეგაზე დაყრდნობით „რუსთავი 2“-ს განუცხადა. ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ქარდავა პროცესზე ვერ გამოცხადდა, რადგან ის ნაცემია. „მეგის ქარდავასთან დაკავშირებით საექსტრადიციო პატიმრობაზე პროცესი გაიმართა, ეხებოდა სააპელაციო სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სადაც 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ პროცესზე მეგის ქარდავას ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა იყო ნაცემი. მას ჰქონდა დაზიანებები ცხვირის და თვალის არეში. ის პროცესზე ვერ მოვიდა და ჩართვა განხორციელდა მისი დაწესებულებიდან, სადაც კარგად არც კი აჩვენეს. მეგის ქარდავამ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)