13:28 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 11:04:00, 1978 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: გთავაზობთ, 3 დეკემბერს დავიწყოთ სახალხო იმპიჩმენტის პროცესი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მზადაა 3 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „სახალხო იმპიჩმენტი“ დაიწყოს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა გუშინ უმაღლეს რადასთან გამართულ აქციაზე განაცხადა. ინფორმაციას Ria ავრცელებს.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, "სახალხო იმპიჩმენტი" იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ხელისუფლება აქციის მონაწილეების მოთხოვნების იგნორირებას განაგრძობს.

„თუკი ხელისუფლება განაგრძობს ჩვენი მოთხოვნების იგნორირებას, გთავაზობთ, 3 დეკემბერს დავიწყოთ სახალხო იმპიჩმენტის პროცესი. დაე, ეს ხალხმა გააკეთოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა 12 ნოემბერს მიხაილოვსკის მოედანზე შეიკრიბონ და მოაწყონ მარში ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისა და იმპიჩმენტის კანონების მიღების მოთხოვნით. პოლიტიკოსის თქმით, ის მარშში მონაწილეობას მეუღლესთან და შვილთან ერთად აპირებს.

ცნობისთვის, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ქვეყნის ლიდერს სახელმწიფო ღალატს ედავებიან ან მას რამე სხვა დანაშაული აქვს ჩადენილი. პროცედურა ითვალისწინებს, უმაღლეს რადაში დროებითი საგამოძიებო კომიტეტი შექმნას, რომლის დასკვნასაც შემდეგ პარლამენტი განიხილავს. აღნიშნული კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის 226-მა დეპუტატმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წაუყენოს თუ არა პრეზიდენტს ბრალდება. ამის შემდეგ 300-მა დეპუტატმა ხმა უნდა მისცეს იმპიჩმენტს, თუმცა მანამდე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების შესაბამისი დასკვნები უნდა მოიპოვოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics