|
2017-11-08 10:32:40, 1771 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი მოქალაქეებს ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს. „დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა. კაცობრიობის განვითარების ხანგრძლივ პროცესში, მუდმივად ცვალებად მსოფლიოში, ნებმისმიერი ერის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტი, როდესაც მისი წინსვლა თუ გაქრობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აუწყობს ფეხს ახალ გამოწვევებს, რამდენად შეძლებს შეინარჩუნოს საუკეთესო, რისთვისაც საკუთარი ისტორიის განმავლობაში მიუღწევია, და ამავდროულად, წარუვალ ტრადიციათა და კულტურულ მონაპოვართა სიმაღლიდან განჭვრიტოს მომავლის კონტურები, შეიძინოს ხვალინდელი დღის ახალი, მკაფიო ხედვა, რომელიც შინაგანი განახლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ტრანსფორმაციის ახალ ენერგიასა და ენთუზიამს მისცემს ადამიანებს. ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ეს მისია დიდწილად ერთმა ადამიანმა იტვირთა და წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა მოახმარა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საფუძველის ჩაყრას. ილიას მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში - კულტურაში, განათლებასა და მეცნიერებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში დასახა გზა საქართველოს განვითარებისა, რომელსაც დღესაც მივყვებით, ჩაუქრობელი იმპულსი მისცა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას, გზა გაუკვალა მომავალ თაობებს, დაგვისახა მოქალაქეობისა და ზნეობის ურყევი ორიენტირები. გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და წმინდა ილია მართლის გზით - ქვეყნის მსახურებისა და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)