|
2017-11-07 19:59:04, 2073 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკებს კორეული კომპანია „Hyundai Glovis“-ის გემებზე გაივლიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და კორეულ სატრანსპორტო კომპანია „Hyundai Glovis“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები „Hyundai Glovis“-ის გემებზე საზღვაო სასწავლო პრაქტიკას გაივლიან. ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, იმისთვის, რომ პრაქტიკის თვალსაზრისით, სტუდენტებმა აიმაღლონ მომზადების დონე. „ ეს კიდევ უფრო გაზრდის ხარისხს ისედაც საკმაოდ მაღალრეიტინგულ ჩვენს საზღვაო აკადემიაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია მსგავსი კომპანიების საქართველოში გამოჩენა და ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვა’’ - განაცხადა მინისტრმა. „Hyundai Glovis“ ერთ-ერთი მსხვილი კორეული სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო-ლოგისტიკურ მომსახურებას ოკეანეებსა და ზღვებში, ასევე შიდა და საჰაერო ტრანსპორტირების, ტვირთის შენახვისა და შეფუთვის მენეჯმენტს. კომპანიის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ. კორეული მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ „Hyundai Glovis“-ის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი, „Hyundai Glovis Europe”-ის პრეზიდენტი სოჩულ კიმი. (NS)
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)