15:40 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 12:56:41, 1987 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ზაფხულში კონდიციონერს რომ არ რთავდნენ და ხალხი იხჩობოდა მარშუტკებში, ეს აღარ იქნება

თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეგულაციების გაზრდას მიესალმება და დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ჩართულობა და თანადგომა ამ მიმართულებითაც ძალიან მაღალი იქნება, - ამის შესახებ კახა კალაძემ ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების გაზრდა საჭიროა და არა მარტო ტრანსპორტის კუთხით, არამედ, ბევრი სხვა მიმართულებით დაიწყება მუშაობა.

„საარჩევნო კამპანიის დროს ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ქალაქი მარტო ჩემი და ჩემი პასუხისმგებლობა არ არის; რა თქმა უნდა, მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობასა და განვითარებაში, ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით და მივცემთ ადამიანებს ამის შესაძლებლობას; მართლაც სირცხვილი უნდა იყოს, თუნდაც, ნაგვის გადაყრა, სიგარეტის ნამწვავის გადაგდება“, - განაცხადა არჩეულმა მერმა.

კახა კალაძემ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  გარკვეული რეგულაციები დღესაც არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება, რაც მისთვის მიუღებელია.

„ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მგზავრობს დღეს ყვითელი სამარშრუტო ტაქსებით. ეს არის N1 ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში, შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულის თვეებში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხჩობოდა მარშუტკებში, ეს ვეღარ იქნება და აღარ იქნება, ეს იქნება დასრულებული. კეთილი ინებოს კომპანიის ხელმძღვანელობამ და ის რეგულაციები, რაც არსებობს, აღსრულებაში მოიყვანოს“, - თქცა კალაძემ.

მისი განცხადებით, მუშაობა რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებითაც დაიწყება და  იმისთვის, რომ მგზავრებს კომფორტი შეუნარჩუნდეთ, სწორ ხედვას და გეგმას, საკრებულოსთან ერთად, უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics