2017-11-07 11:30:17, 2251 ნახვა
მსოფლიო
„РИА Новости“-ის ჟურნალისტი უკრაინაში არ შეუშვეს
„РИА Новости“-ის ჟურნალისტი ზახარ ვინოგრადოვი უკრაინაში არ შეუშვეს, - ამის შესახებ Ria იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა 5 წლით აუკრძალა.
როგორც თავად ჟურნალისტი აცხადებს, ის უკრაინაში მატარებლით მიემგზავრებოდა. საბუთების შემოწმების დროს ის მატარებლიდან ჩამოსვეს.
"მითხრეს, რომ 5 წლით უკრაინაში შესვლა მეკრძალება, თუმცა მიზეზები არ განმიმარტეს. 18:00 საათიან მატარებელს გავყვები და ისევ მოსკოვში ჩავალ. ახლა საბუთებს ამზადებენ", - დასძინა ვინოგრადოვმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში კიდევ ერთი ჟურნალისტი, НТВ-ს კორესპონდენტი ვიაჩესლავ ნემიშევი არ შეუშვა.
ავტორი: ,