17:58 - 07 Jul, 2026
|
2017-11-07 11:17:03, 2219 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ონიანის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის შეფასებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლოს ობიექტურად რომ განეხილა ყველა მტკიცებულება, ამ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელი იყო. „მუხლები იყო, სადაც საერთოდ მტკიცებულება არ არსებობდა და დანარჩენთან დაკავშირებით იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, რომელსაც სახელმწიფომ შეღავათები გაუკეთა და მათ სწორედ ამით გადაიხადეს საფასური, იმ ცრუ ჩვენებაში. მე მიმაჩნია, რომ ეს განაჩენი არის სრულიად უკანონო“,-განაცხადა ონიანმა. ცნობისთვის, გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. იგი სამართალდამცველებმა დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)