01:23 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 20:54:35, 2245 ნახვა

სამართალი
ნინო გვენეტაძე საბჭოს წევრებს ზეწოლაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, კოლეგებმა მის მიმართ  დღეს  იძულება განახორციელეს.

გვენეტაძემ აღნიშნა, რომ  მას დაპირისპირებისა და ხმაურის რეჟიმში სხდომის გაგრძელება აღარ შეეძლო. ამიტომ, გვენეტაძემ სხდომა დაასრულა და განაცხადა, რომ  საბჭოს წევრების პრეტენზიებს წერილობით უპასუხებს:

„მე აღარ შემიძლია ამ რეჟიმში მუშაობა, თქვენ მთელი სხდომა იძულებას ახორციელებდით ჩემზე, რომ ან კი გვითხარი, ან არა. ასეთი კი, ან არა, ამ კითხვებზე არ არსებობს. მე არაფერს ვერიდები, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე. რადგან ამ ფორმატში მუშაობა არის შეუძლებელი, მეც და თქვენც, ეს არ არის შეურაცხყოფა, არაადეკვატურები ვართ, ამ დღეს, რომელსაც ჰქვია იძულების, შანტაჟის, ყველაფერს ჩავწერ, არაფერი გამომრჩება, ყველა პასუხს წერილობით მოგახსენებთ“,-მიმართა საბჭოს წევრებს ნინო გვენეტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, საბჭოს მოსამართლე წევრების კითხვები საფუძვლიანია.

მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე, რომლის თანახმადაც,  34  მოსამართლე უვადოდ გამწესდა, საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, ხელი ამ დრომდე მოწერილი არ აქვს, რაც კითხვებს აჩენს:

„მოსამართლე წევრმა მიმართა თავმჯდომარეს შეკითხვით, თუ როდის მოაწერდა, ან საერთოდ მოაწერს თუ არა ხელს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, 34 მოსამართლე უვადოდ გამწესდა საბჭოს გადაწყვეტილებით. დღემდე არ არის ხელი მოწერილი არც ერთ გადაწყვეტილებაზე, ბუნებრივია, ისმის შეკითხვები, მათ შორის მოსამართლეებისგანაც, ასევე იყო სხვა შეკითხვებიც სამუშაო ჯგუფის მოწვევის პროცედურებთან დაკავშირებით და რამდენიმე შეკითხვა დაისვა, რომ ერთპიროვნულად ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც წესით კოლეგიურად უნდა მიიღოს ან საბჭომ, ან  საბჭოს მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა“,-აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

ამავე თემაზე

http://epn.ge/index.php?id=55010

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics