|
2017-11-06 14:38:55, 2665 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო. საბჭოს მოსამართლე წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს დაუპირისპირდნენ. აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების ოქმზე ნინო გვენეტაძის ხელმოწერა ამ დრომდე არ არის. „თქვენ შეიძლება ძალიან დაბალი წარმოდგენა გქონდეთ ჩვენზე, ძალიან დაბალი კატეგორიის ადამიანები, იურისტები და ა.შ. მაგრამ არ ვართ ჩვენ სულელები და ასე ჩვენ თავს არ ვთვლით, რას ნიშნავდა ეს? გვატყუებდით თუ რა იყო? ქალბატონო ნინო, ძალიან გთხოვთ, გაგვეცით პასუხი, ასე ერთპიროვნულად რატომ იღებთ გადაწყვეტილებებს? „,-მიმართა ნინო გვენეტაძეს ერთ-ერთმა მოსამართლე წევრმა. ამასთან, საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს შორის ჯანსაღი დისკუსია არ მიმდინარეობს: „ეს არის ჩვეულებრივი ბულინგი, სირცხვილია“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)