|
2017-11-06 14:05:37, 2101 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ქიტესაშვილი თიანეთში არჩევნების მეორე ტურის გამართვას ითხოვდა. ამ დროის მდგომარეობით, თიანეთის არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ თამაზ მეჭიაური ითვლება. ჯერჯერობით უცნობია, მიმართავს თუ არა ლელა ქიტესაშვილი სარჩელით ზემდგომ ინსტანციას. შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმად, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გამოდის. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეფასებისას, ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს თიანეთის მერის თანამდებობაზე წარმატებებიც უსურვა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ტურის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მან ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)