|
2017-11-06 10:01:13, 2053 ნახვა
სამართალი
ლელა ქიტესაშვილის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატ ლელა ქიტესაშვილის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. სხდომა 13.00 საათზეა ჩანიშნული. 27 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადად, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გამოდის. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეფასებისას, ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს თიანეთის მერის თანამდებობაზე წარმატებებიც უსურვა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ტურის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა ცესკომ არ დააკამყოფილა, რის შემდეგაც მან ცესკოს გადაწტვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)