17:58 - 07 Jul, 2026
|
2017-11-04 16:03:10, 2571 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ ცესკო-ს წინააღმდეგ 10 ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 პოლიტიკური სუბიექტის მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის თანახმადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შემაჯამებელი ოქმების გაუქმებასა და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა, ის რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ არჩევნების დროს ვინმეზე ზეგავლენის მოხდენას ჰქონდა ადგილი. არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. "მას შემდეგ, რაც მოვივლით აქ ყველა ინსტანციას, აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)