23:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 11:58:49, 2021 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: საქართველოს პორტები მოკავშირეებისთვის ღიაა

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში, საფლაგმანო ხომალდზე - „REGELE FERDINAND” ოფიციალური მიღება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ნატო-ს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც შს მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ჩვენ ვაფასებთ ნატო-ს ასეთ მხარდაჭერას. ის ფაქტი, რომ დღეს აქ ალიანსის საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან და ჩვენ ნატო-ს შენაერთის ბათუმის პორტში უკვე მესამედ შემოსვლას აღვნიშნავთ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის საზღვაო უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება.

როგორც მოგეხსენებათ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ მსგავსი ვიზიტების ორგანიზება და ერთობლივი ღონისძიებების ინტენსივობის გაზრდა ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაზეც მეტყველებს ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვაზე და მასთან დამაკავშირებელ საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გამოვხატავთ სრულ მზაობას, რათა უფრო მეტად გავაფართოვოთ ნატო-ს საზღვაო ოპერაციაში ჩვენი ჩართულობის მასშტაბები და ამით კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი წვლილი ზღვაზე ტერორიზმისა და უკანონო ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

საქართველოს პორტები ღიაა მოკავშირეებისთვის. თქვენი სტუმრობა გვახარებს და გვაძლევს იმედს, რომ ერთად შევძლებთ, ეფექტიანად გავუმკლავდეთ ჩვენს საერთო გამოწვევებს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, უკვე მესამედ იმყოფება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics