21:31 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 18:36:38, 2083 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: სივრცითი რეფორმა საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალის განვითარებას ითვალისწინებს

"სივრცითი რეფორმა საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალის განვითარებას ითვალისწინებს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალის განვითარება; სამხრეთ-ჩრდილოეთის კორიდორი, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანსა და სომხეთს ლარსის საბაჟოსთან; აგრეთვე ქუთაისიდან დამაკავშირებელი გზა სამხრეთით აბასთუმნის მიმართულებით და ჩრდილოეთით - მესტიის მიმართულებით. 

მისივე თქმით, აღნიშნული ითვალისწინებს დაახლოებით 10-12 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფისკალური ჩარჩო სრულად ითვალისწინებს აღნიშნული დანახარჯების განხორციელებას, გარდა ამისა, ყველა აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია დონორული დაფინანსება.

2018 წლის ბიუჯეტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 832.5 მლნ ლარი, რაც 574.5 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზე მიიმართება 1,277.0 მლნ ლარი, საიდანაც  ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობისთვის 800 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, რაც წინა წელთან შედარებით 373,1 მლნ ლარით მეტია.

აღნიშნული საბიუჯეტო მიმართულება აგრეთვე მოიცავს ტურისტული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მთის კურორტების განვითარების პროექტების განვითარებას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და სხვა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics