19:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 15:50:55, 1783 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ

„დღეს წარმოგიდგინეთ 2018 წლის ბიუჯეტი და ის ძირთადი მიმართულებები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

მინისტრის შეფასებით, 2018 წლის ბიუჯეტი სრულ შესაბამისობაშია იმ დაპირებებთან, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებამ ხალხს მისცა. 

"რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ 2019-2020 წლებში 20-20 ლარით გავზრდიდით პენსიას, არ გავაკეთეთ ეს განცხადება. 2016 წელს ჩვენ მოქალაქეებს დავპირდით, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდებოდა და 4 პუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პარლამენტს რეფორმების განხორციელების სფეროში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics