19:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 15:16:58, 2134 ნახვა

კომენტარი
ოთარ კახიძე: რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა უარესობისკენ მიდის საქმე

"ევროპული საქართველოს" წევრისთვის ოთარ კახიძისთვის გაუგებარია, როგორაა ლარიზაციის პროგრამა წარმატებული მაშინ, როცა ლარი პროგრამის ამოქმედებიდან  კიდევ უფრო უფასურდება.

ოთარ კახიძემ ამ შეკითხვით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართა, რომელმაც დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტის  გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა:

"თქვენ აღნიშნეთ, რომ ლარიზაციის პროგრამა იყო წარმატებული და ეს უნდა გააგრძელოთ, მაშინ, როდესაც შარშან ამ დროს ლარის კურსი იყო 2.41, ახლა არის 2,62, ანუ წლის განმავლობაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურებულია. როცა გამოაცხადეთ ლარიზაციის პროგრამა 2.55 იყო ლარი და ახლა უფრო გაუფასურებულია. რანაირად არის წარმატებული, როცა უარესობისკენ მიდის საქმე? რისი ბრალია ლარის გაუფასურება, ქადაგიძის ბრალია, საგარეო ფაქტორების და შოკების ბრალია, მოსახლეობის არასწორი მოლოდინების ბრალია, თუ ლარი კი არ უფასურდება,  დოლარი მყარდება და ყველაფერი კარგად მიდის, რომელია აქედან სწორი? მეორე,  მაინტერესებს როდის დაიწყება შეუქცევადი ეკონომიკური აღმავლობა?",-მიმართა ოთარ კახიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics