|
2017-11-03 15:03:46, 1572 ნახვა
კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული კონტრიბუცია ნატო-ს საზღვაო ოპერაციებში
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილეს, ვიცე-ადმირალ ერვი ბლეჟონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობა ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვასა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „საქართველოს, როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული კონტრიბუცია ნატო-ს საზღვაო ოპერაციებში, რაც, ცხადია, გააძლიერებს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს და აამაღლებს ჩვენს ურთიერთთავსებადობას ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებთან. ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ალიანსის წევრი სახელმწიფოების 4 ხომალდს. დამერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის პორტები მოკავშირეებისთვის მუდმივად ღია და უსაფრთხოა,“ - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილესთან შეხვედრაზე. თავის მხრივ, ვიცე-ადმირალმა ქართულ მხარეს ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ერვი ბლეჟონის თქმით, ალიანსს შავ ზღვაზე სამი წევრი და ერთი გამორჩეული პარტნიორი ჰყავს, საქართველოს სახით. ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს. გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრაზე ვიცე-ადმირალმა ხაზი გაუსვა, რომ თანამშრომლობა ნატოს-ს საზღვაო ძალებსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს შორის დინამიურად ვითარდება და 2018 წლისთვის კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ვიცე-ადმირალმა, ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს შსს-ს მეკავშირე ოფიცრის საქმიანობა ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში. შეხვედრის დასასრულს, ერვი ბლეჟონმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა ნატო-ს ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)