|
2017-11-03 12:14:38, 1537 ნახვა
კომენტარი
წიკლაური: მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა მის დამცირებას, წამებას და სავარაუდო მკვლელობას ნიშნავს
„მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა ამ ადამიანის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას ნიშნავს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. ‘’საქართველოს დევნილთა სამინისტრომ და სააპელაციო სასამართლომ კავკასიელ უფლებადამცველ მიკაილ კადიევს საბოლოო პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა და ახლა ივანიშვილის მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადაციის პროცესის დაწყება. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა და სტრასბურგის სასამართლო არაერთ საქმეში ადასტურებს ადამიანის უფლებათა კონვენციის სერიოზულ დარღვევებს. ასევე, ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები ღიად საუბრობენ რუსეთის ციხეებში ადამიანთა წამებაზე, გაქრობაზე, ჯანმრთელობის შერყევასა და სიკვდილზე. საქართველოს მთავრობა, რუსეთის მთავრობის წერილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კადიევს არავითარი საფრთხე არ ემუქრება რუსეთის საპყრობილეში და გეგმავს მის გადაცემას, რაც უტყუარად ნიშნავს გარიგებას ივანიშვილსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის. გავრცელებული ცნობებით კადიევის გადაცემას დაუფარავად მოითხოვდა გრიგორი კარასინიც. მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა ნიშნავს ამ ადამიანის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაუშვებლად მიიჩნევს მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციას და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობა და კოლაბორაციონიზმის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ოკუპანტ ქვეყანასთან. არ გადასცეთ მიკაილ კადიევი რუსეთს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)