|
2017-11-03 11:46:31, 2183 ნახვა
სამართალი
ჭაჭის არყის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მის კუთვნილ საწარმოში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის - ჭაჭის არყის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელი, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში 5 620 ლარს შეადგენს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)