|
2017-11-02 17:52:35, 2191 ნახვა
საზოგადოება
ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს
დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილი და მისი შვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილი რუსთავის სასაფლაოდან თბილისში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის ეზოში ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში პატივის მისაგებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დაღუპული სამხედროების თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ჩოხოსნებმა საქართველოს სახელმწიფო დროშები ოჯახის წევრს - მარინა გზირიშვილს გადასცეს. საპატიო ყარაულმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლების ხსოვნას საგანგებო ზალპით პატივი მიაგო, სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეით ბრიგადაში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვახტანგ გზირიშვილს ცხინვალის მისადგომებთან ნაძვნარში რუსული თვითმფრინავების მიერ დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა, ნამსხვრევმა სახსარში ფეხი მოსწყვიტა და არტერია დაუზიანდა. თანამებრძოლებმა ბრძოლის ველიდან გაიყვანეს, მაგრამ სისხლისგან დაიცალა. ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში 1992 წლის დეკემბერში დაიღუპა. აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდის დახმარებით საზღვაო დესანტი ტამიშთან გადასვა, ცაფირა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის გაფართოება დაიწყო. გამთენიისას ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართული ჯარის ნაწილებმა მორიგი სადესანტო დარტყმა მიიღეს, პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
(NS)
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)