2017-11-02 14:37:10, 2301 ნახვა
პოლიტიკა
მიმდინარე თვიდან დეპუტატების წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები ამოქმედდეს
მიმდინარე თვიდან პარლამენტის დეპუტატების წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები ამოქმედდეს.
აღნიშნულის მიზეზი დეპუტატების დაგვიანებაა, რის გამოც პლენარული სხდომები წინასწარ განსაზღვრულ დროს ვერ იწყება.
„მიუღებელია ეს პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი ჩვენი მექანიზმი არის სანქციები და შეგვიძლია სანქციები ავამოქმედოთ ნოემბრის თვიდან. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისათვის, რომ უკეთესი შედეგები გვქონდეს სხდომებში მონაწილეობის, დასწრების და ასევე არ დაგვიანების“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ,