|
2017-11-02 14:18:15, 2225 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე, აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მისი მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით ცდილობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მალულად გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო ჯამში 62 000 ლარის საბაჟო ღირებულების, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია 716 ფირფიტა ფსიქოტროპული ნივთიერების - 3 000 გრ პრეგაბალინის შემცველი, მედიკამენტი („ლირიკა“). საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, 261-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 263-ე მუხლის მესამე ნაწილით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)