|
2017-11-02 12:28:10, 1804 ნახვა
საზოგადოება
თბილისი „Mercedes-Benz Fashion Week“-ის მე-6 სეზონს მასპინძლობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2-დან 6 ნოემბრის ჩათვლით თბილისში „Mercedes-Benz Fashion Week” შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. როგორც წინა სეზონებზე, ამჯერადაც „Mercedes-Benz Fashion week”-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია სააგენტო “აწარმოე საქართველოში“, რომლის დახმარებით საქართველოს გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი შემსყიდველები (ე.წ. ბაიერები) ესტუმრებიან ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Domus Academy Fashion School, Chalhoub Group, Lane Crawford, La Rinascente, British Fashion Council, The Store of Soho House Berlin და ა.შ. აღსანიშნავია, რომ „Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi”-ის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან მოდის კრიტიკოსები, ბაიერები, ცნობილი გამოცემის ჟურნალისტები და რედაქტორები ჩამოდიან: Elle, Vogue Usa, Vogue Italy, Vogue Japan, Grazia, I-D Magazine, Madame Figaro, Love Magazine, Forbes Usa, Conde Nast International და CR Fasjion Book. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები მუდამ სტუმრობენ, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის ფარგლებში, ქართველი დიაზაინერებისა და მათი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქცია უკვე იყიდება ისეთ ტრენდულ და მოდის სამყაროში ცნობილ ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა: Farfetch და Modaoprandi. (NS)
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)