|
2017-11-01 19:29:53, 1971 ნახვა
კომენტარი
პაპუნა უგრეხელიძე: პროცედურების რაოდენობით, საფასურითა და სისწრაფით, ბიზნესის დაწყების ნაწილში მერვე ადგილიდან მეოთხეზე გადავინაცვლეთ
მსოფლიო ბანკის რეიტინგში Doing Business 2018 საქართველოს დაწინაურებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ ბრიფინგი გამართა. საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს შეფასების ის ინდიკატორები გააცნო, რომლებითაც ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა. "ამ რეიტინგში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ორი კრიტერიუმით შეფასდა: ესაა ბიზნესის დაწყების სიმარტივე და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სიმარტივე. ჩვენთან მხოლოდ 2 პროცედურაა საჭირო იმისათვის, რომ კომპანია დარეგისტრირდეს: იურიდიული პირის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და დამატებითი ღირებულების გადამხდელად აღრიცხვა შემოსავლების სამსახურში. სწორედ პროცედურების რაოდენობით, საფასურითა და სისწრაფით ბიზნესის დაწყების ნაწილში ჩვენ მერვე ადგილიდან მეოთხე ადგილზე გადავინაცვლეთ და ხუთეულში, ისეთი ქვეყნების რიგში მოვხვდით, როგორიცაა ახალი ზელანდია, კანადა და ჰონკონგი (ჩინეთი). რაც შეეხება უძრავი ქონების რეგისტრაციას, საქართველო რამდენიმე წელია, სტაბილურად ინარჩუნებს წამყვან პოზიციას პირველ ხუთეულში", - განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმატებული მუშაობისთვის უწყების თანამშრომლებსაც გადაუხადა მადლობა. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ანგარიში Doing Business 2018 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 2018 წლის ანგარიშში საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი; რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. Doing Business ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)