18:35 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 18:24:34, 1939 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება ჰქონდა.

"დაახლოებით 10 დღის უკან „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა არჩევნებში, მოიგო ეს არჩევნები, რომელიც ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე. ოპოზიციას ჰქონდა საშუალება, რომ ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია. შეიძლება კითხვა გაჩნდეს, ამ გარემოში, როცა არის კონკურენცია და ერთი პარტია ყოველთვის იმარჯვებს უმრავლესობით, ეს არის თუ არა კარგი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის დემოკრატიის მიზანი. დემოკრატია ნიშნავს კონკურენციას. ევროპული დემოკრატია ნიშნავს, როცა სახელმწიფოში სულ მცირე სამი ან ოთხი ძლიერი პარტიაა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ჩვენს საარჩევნო სისტემაში პრობლემაა. ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ცდილობს უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტები დააწესოს'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics