|
2017-10-31 16:26:54, 1929 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდი ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე შეთანხმდნენ
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა დელეგაციებთან ერთად - გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს. გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდმა საქართველო - ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ითვალისწინებს. აღინიშნა საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კუთხით განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ესტონური გამოცდილების გაზიარება ყველა მიმართულებით, მათ შორის ელექტრონული მმართველობისა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარების თვალსაზრისით. დღეს ესტონეთი მაგალითს აძლევს საქართველოს, რომელიც მრავალ სფეროში ტრანსფორმაციის გზას ადგას. როგორც პრეზიდენტმა კალიულაიდმა აღნიშნა, საქართველოს მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განვითარების სფეროში ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მომავალშიც დაემყარება კარგი მმართველობისა და დემოკრატიის, მეწარმეობისა და განათლების, განსაკუთრებით კი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წახალისებას. განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი. ისაუბრეს ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ იგი უზრუნველყოფს კარგ შესაძლებლობას, გააძლიეროს საქმიანი კონტაქტები და მხარეებმა შეისწავლონ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პოტენციალი. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რომელიც მოიცავს კიბერ-უსაფრთხოებასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, თავდაცვის დაგეგმვას, პოლიტიკას და ეროვნული გვარდიის სკოლის განვითარებას. შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და აღინიშნა, რომ ტურიზმის მაჩვენებელი საგრძნობლადაა გაზრდილი, ძლიერია კულტურული კავშირებიც. ქართული წამყვანი უნივერსიტეტები აქტიურად თანამშრომლობენ ესტონურ სასწავლებლებთან მემორანდუმების საფუძველზე. საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. ესტონეთი აღიარებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)