18:28 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 14:23:52, 1878 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: აშშ-ის საელჩო კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში ახალი ცვლილებების მომზადების შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა  დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და  მმართველი გუნდის მიერ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას  მიესალმება.

საუბარი, ასევე, საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებსა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხო.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებაც მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics