|
2017-10-31 13:15:23, 1896 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება
„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძე საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ბაქრაძემ ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ ვერ ხედავს აზრს პარტია, განხილვებში მონაწილეობა მიიღოს. „მიზეზი პირველი, გუშინვე უმრავლესობის ლიდერებისგან ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ კომისიის მუშაობას არ მოჰყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსტიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის გახლავთ, წინასწარ დაანონსებული 4 ცვლილება. ანუ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგი დაიწყებოდა. ასეთ პირობებში, როდესაც წინასწარ არის გაცხადებული, არანაირ შინაარსობრივ ცვლილებაზე ეს კომისია და უმრავლესობა არ დათანხმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობის არსს კომისიაში ვერ ვხედავთ. მიზეზი მეორე, თავისთავად წარმოდგენილი ოთხი ცვლილება ატარებს , პოზიტიურ ხასიათს, მაგრამ ოთხივე მათგანი , ორი კვირის წინ ქართული ოცნების მიერ გაფუჭებულის გამოსწორება. საიდან გაჩნდა ბონუსი კონსტიტუციაში, საიდან გაჩნდა ბლოკების აკრძალვა, საიდან გაჩნდა რელიგიური შეზღუდვა . ეს ყველაფერი ქართულმა ოცნებამ გააჩინა ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში. ამიტომ დღეს ქართული ოცნება ცდილობს საერთაშორისო ზეწოლით ცდილობს გამოასწოროს საკუთარი გაფუჭებული, ვერანაირად გამოდგება კონსესუსის პოლიტიკური შეთანხმების საფუძვლად. ვინაიდან ამას აკლია ორი მთავარი ელემენტი. ის მთავარი ელემენტი რომელსაც ითხოვს ყველა ოპოზიციური პარტია , პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოება . ეს გახლავთ უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებზე მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლება. ამ ორი ძირითადი ელემენტის გარეშე ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება ის ცვლილებები, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“ მესამე მიზეზია თავად უმრავლესობის დამოკიდებულება სახალხო განხილვის პროცესის მიმართ. გვახსოვს წინა საკონსტიტუციო პროცესი, როდესაც საკუთარი შიდა შეთანხმების შედეგად ისე შეიცვალა საზოგადოებასთან შეთანხმება, რომ არც კი უკითხავთ ხალხისთვის. მეოთხე მიზეზი არის ის, რომ საქართველომ მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია და ეს სამწუხაროა. მან ვერ გაუძლო დროის გამოცდას თუ უმრავლესობისგან და ”ქართული ოცნებისგან” იქნება იმის სიგნალი, რომ ისინი მზად არიან კონსტიტუციის შინაარსობრივი განხილვისთვის, ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შინაარსობრივ განხილვაში და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ კონსენსუსისთვის“,-აღნიშნა ბაქრაძემ.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)