|
2017-10-31 09:02:57, 2048 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით დღეს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად ესტუმრება. კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც ესტონეთის სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და ბიზნესმენები იქნებიან. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს გაიმართება, რის შემდეგაც ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვედრებს გამართავენ პირისპირ და დელეგაციებთან ერთად - გაფართოებულ ფორმატში. პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ქართველი და უცხოური მედიის კითხვებს უპასუხებენ. სასახლეშივე შედგება, ასევე, ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაც. კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება და ქართულ - ესტონურ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ასევე შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრებიან. კერსტი კალიულაიდი წეროვანის საჯარო სკოლასაც ეწვევა. კერსტი კალიულაიდი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ესტონური პროექტის ხელშეწყობით დაარსებულ კომპიუტერულ კლასს მოინახულებს. ესტონეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად სახელმწიფო ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში თბილისს, მცხეთასა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებს.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)