|
2017-10-29 17:42:31, 2067 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: სირცხვილია, ჯეჯელავა განათლების მინისტრი რომ იქნება, მოაშორეთ ეს მართლა იდიოტი
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნების გაყალბება უნდა დასრულდეს. როგორც ინაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აყალბებს, უნდა გადადგეს. ინაშვილის თქმით, „დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველო ბოკერიებზე გაყიდა“. „უნდა დავამთავროთ ქვეყანაში არჩევნების გაყალბება. ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს სახლში. გაუმაძღრები ესენი. ასობით ადამიანი სახლის გარეშე, მშიერია, ესენი კი გვიყურებენ ურცხვად და გვეუბნებიან, რომ პროგრესია და ქვეყანა ვითარდება. სირცხვილი არ არის, ჯეჯელავა რომ განათლების მინისტრი იქნება?! მოაშორეთ ეს მართლა იდიოტი. ვაშლები, ვაშლები-ესენი აზრზე თუ არიან საერთოდ? ! საქართველო გაყიდეს ბოკერიაზე, ბოკერიების დაბრუნება არ მოხდება. ბოკერიებთან შეკრული კვირიკაშვილები უნდა მოვაშოროთ ქვეყანას“,-განაცხადა ინაშვილმა. ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)